განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მხარდაჭერის ანგარიშების საფუძველზე მოდულური პროგრამების დანერგვის პროცესის ანალიზისა და პროფესიული სტუდენტის შეფასების ვერიფიკაციის პილოტირების შემაჯამებელი ანგარიშები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს გააცნეს.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, კახაბერ ერაძემ და მოდულური/დუალური საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის ქვეპროგრამის კონსულტირების სპეციალისტმა, ნინო ბაბალაშვილმა არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს და შეკრებილ საზოგადოებას ახალი გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ცენტრისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა, სამომავლო განვითარების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის გეგმები დასახეს.
შეხვედრას კენ ვოლკერის სახელობის ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი, მაია ჯაში და ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნინი ზარდიაშვილი დაესწრნენ.