პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადა განისაზღვრა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 23 მარტის N272506 ბრძანების საფუძველზე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის 2022 წლის 31 მარტის N333664 სამსახურებრივი ბარათის გათვალისწინებით 2022 წელს, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აპლიკანტთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადად განისაზღვრა ა.წ. 1 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი.