რეგისტრაციისას მითითებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან ერთ-ერთის, რომელზეც აპლიკანტმა მოიპოვა ჩარიცხვის უფლება, არჩევის ვადები ცნობილია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N353018 ბრძანების მიხედვით განისაზღვრა ვადები იმ აპლიკანტებისთვის, რომლებიც 2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას აირჩევენ. ბრძანების მიხედვით, აპლიკანტისათვის რეიტინგში მისი ადგილის შესახებ (რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, ყველა არჩეული პროგრამის მიხედვით) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შემდეგ, სარეგისტრაციო სისტემაში რეგისტრაციისას მითითებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან ერთ-ერთის, რომელზეც მოიპოვა ჩარიცხვის უფლება, არჩევის ვადად განისაზღვრა 2022 წლის 29 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი.