- უზრუნველყოს თითოეული პროფესიული სტუდენტის განათლების,მომზადებისა და განვითარების პირობები მისი განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით;
 - მოიზიდოს კვალიფიციური აკადემიური კადრები;
 - იზრუნოს თავისი აკადემიური და დამხმარე პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე;
 - ხელი შეუწყოს პროფესიულ სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;
 - იზრუნოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პროფესიულ სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად;
 - ხელი შეუწყოს თანამედროვე ცოდნისა და მეთოდების გავრცელებას;
 - ითანამშრომლოს საქართველოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
 - ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პროფესიულ სტუდენტთა და მასწავლებელთა ურთიერთგაცვლას;
 - სასწავლო-პროფესიული პარტნიორული ურთიერთობების დამყარება დამსაქმებლებთან; კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობა.
 
					  