აბიტურიენტების საყურადღებოდ - გახდი ექთანი სახელმწიფოს სრული დაფინანსებით!

აბიტურიენტების საყურადღებოდ - გახდი ექთანი სახელმწიფოს სრული დაფინანსებით!

აბიტურიენტების საყურადღებოდ - გახდი ექთანი სახელმწიფოს სრული დაფინანსებით!

ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი აცხადებს აპლიკანტთა მიღებას 2020-2021 სასწავლო წლისათვის საექთნო განათლების პროგრამაზე.

კოლეჯში სწავლა შესაძლებელია როგორც სახელმწიფო დაფინანსებით, ასევე დაფინანსების გარეშე.  სახელმწიფო გრანტის მოსაპოვებლად, საჭიროა რეგისტრაცია გაიაროთ საიტზე vet.emis.ge, პროგრამების ჩამონათვალში მოიძიოთ "ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი", რეგისტრაციის დასრულების შემდგომ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ უნიკალური კოდი, ასევე მიიღებთ საგამოცდო საგნების ჩამონათვალს და გამოცდის თარიღებს, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მოიპოვებთ სახელმწიფო გრანტს.

დაფინანსების გარეშე სწავლის მსურველ აბიტურიენტებს არ სჭირდებათ გამოცდების ჩაბარება. მიღება ხდება მხოლოდ მიმღებ კომისიასთან გასაუბრებით.
ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯში სწავლის მსურველებმა ადგილზე უნდა წარმოადგინონ ან დისტანციურად, ელექტრონული ფოსტის საშუალებით გამოგზავნონ შემდეგი საბუთები:

  • სრული საშუალო განათლების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
  • ორი ცალი 3X4 ფოტოსურათი + ჩაწერილი CD-ზე
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • რეზიუმე (მოკლე ბიოგრაფია, CV)
  • სიგელების, სერთიფიკატების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • სარეგისტრაციო ფორმას ადგილზე ან ონლაინ შეავსებთ.

    სწავლის ხანგრძლივობა - 3 წელი (34 თვე).
    პროფესიული განათლების საფეხური: V დონე

„ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი" დაფუძნებულია კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" საქართველოს წარმომადგენლობის მიერ მისსავე ბაზაზე და სრულად არის აღჭურვილი პრაქტიკოსი ექთნის სწავლებისათვის საჭირო ტექნიკურ-მატერიალური და სიმულაციური ბაზით. კოლეჯი მჭიდროდ თანამშრომლობს ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლასთან (აშშ, ატლანტა).

უახლესი
13 / 04 / 2022
See More
13 / 04 / 2022
See More
13 / 04 / 2022
See More
13 / 04 / 2022
See More
13 / 04 / 2022
See More
დაგვიკავშირდით
 
Address
ქ. წამებულის გამზირი #65, თბილისი (საფოსტო ინდექსი: 0144)
Hotline
032 274 74 08