ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი აცხადებს აპლიკანტთა მიღებას 2020-2021 სასწავლო წლისათვის საექთნო განათლების პროგრამაზე.
კოლეჯში სწავლა შესაძლებელია როგორც სახელმწიფო დაფინანსებით, ასევე დაფინანსების გარეშე. სახელმწიფო გრანტის მოსაპოვებლად, საჭიროა რეგისტრაცია გაიაროთ საიტზე vet.emis.ge, პროგრამების ჩამონათვალში მოიძიოთ "ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი", რეგისტრაციის დასრულების შემდგომ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ უნიკალური კოდი, ასევე მიიღებთ საგამოცდო საგნების ჩამონათვალს და გამოცდის თარიღებს, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მოიპოვებთ სახელმწიფო გრანტს.
დაფინანსების გარეშე სწავლის მსურველ აბიტურიენტებს არ სჭირდებათ გამოცდების ჩაბარება. მიღება ხდება მხოლოდ მიმღებ კომისიასთან გასაუბრებით.
ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯში სწავლის მსურველებმა ადგილზე უნდა წარმოადგინონ ან დისტანციურად, ელექტრონული ფოსტის საშუალებით გამოგზავნონ შემდეგი საბუთები:
„ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი" დაფუძნებულია კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" საქართველოს წარმომადგენლობის მიერ მისსავე ბაზაზე და სრულად არის აღჭურვილი პრაქტიკოსი ექთნის სწავლებისათვის საჭირო ტექნიკურ-მატერიალური და სიმულაციური ბაზით. კოლეჯი მჭიდროდ თანამშრომლობს ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლასთან (აშშ, ატლანტა).