ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯის პირველი მიღების სტუდენტები მოდულს - გაცნობითი პრაქტიკა - კოლეჯის ერთ-ერთ კლინიკურ ბაზაზე, კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადიან. მოდულს უძღვება ქართულ-ამერიკული საექთნო კოლეჯის პროფესიული მასწავლებელი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის მთავარი ექთანი ქეთევან ქოქიაური.
სტუდენტები განაწილებულნი არიან კლინიკის სხვადასხვა დეპარტამენტში და პროფესიონალების უშუალო ჩართულობით ეცნობიან საექთნო პროცედურებს. სწავლის პირველივე დღიდან სტუდენტების კლინიკურ გარემოში ჩართვა მნიშვნელოვანია თანამედროვე დასავლური საექთნო განათლების მისაღებად და სათანადო კლინიკური უნარჩვევების შესაძენად.