კარიტასის პროექტის პრეზენტაცია „შინმოვლის განვითარება საქართველოში”

კარიტასის პროექტის პრეზენტაცია „შინმოვლის განვითარება საქართველოში”

კარიტასის პროექტის პრეზენტაცია „შინმოვლის განვითარება საქართველოში”

23-24 ივლისს, ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი მაია ჯაში დაესწრო საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის პროექტის პრეზენტაციას - „შინმოვლის განვითარება საქართველოში“.

პროექტი მიზანია საექთნო განათლების, გრძელვადიანი სამედიცინო და სოციალური სერვისების განვითარების ხელშეწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების გაძლიერება სამედიცინო და სოციალური პროექტების მართვის სფეროში.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ექთნების და კერძო კოლეჯების ასოციაციების, თბილისის მერიის და პროფესიული სასწავლებლების ხელმძღვანელმა პირებმა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელები.

პრეზენტაციის შემდგომ, მონაწილეებს შორის გაიმართა დისკუსია თანამშრომლობის საკითხებზე, რომლის მიზანია დასახული ამოცანების მიღწევა.

კარიტასის პროექტის დონორია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო (BMZ).

ღონისძიება გაიმართა ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი და SPA-ში“.

 

 

უახლესი
13 / 04 / 2022
See More
13 / 04 / 2022
See More
13 / 04 / 2022
See More
13 / 04 / 2022
See More
13 / 04 / 2022
See More
დაგვიკავშირდით
 
Address
ქ. წამებულის გამზირი #65, თბილისი (საფოსტო ინდექსი: 0144)
Hotline
032 274 74 08