ჩვენი სტუდენტის წარმატება USAID-ისა და EMORY-ის ერთობლივი პროექტის სასერთიფიკატო კურსზე

ჩვენი სტუდენტის წარმატება USAID-ისა და EMORY-ის ერთობლივი პროექტის სასერთიფიკატო კურსზე

ჩვენი სტუდენტის წარმატება USAID-ისა და EMORY-ის ერთობლივი პროექტის სასერთიფიკატო კურსზე

ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯის პირველი კურსის სტუდენტმა ნინი ზიბზიბაძემ წარმატებით გაიარა ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოქმედი "რეაბილიტაციის ასისტენტის" სრული კურსი.

ტრენინგზე ნინი გამოირჩეოდა ენთუზიაზმით, იყო ჯგუფის აქტიური და მოტივირებული წევრი. ხშირად ერთვებოდა ლაბორატორიულ მუშაობაში,როგორც პაციენტი.

ნინის დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის 3 კურსი. კენეტ ვოლკერის სახელობის საექთნო კოლეჯის სტუდენტობის პარალელურად დასაქმებულია ერთ-ერთ კლინიკაში ექთნად. სწორედ ამიტომ, კორპორაციამ „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" ნინი ზიბზიბაძე რეაბილიტაციის ასისტენტის კურსზე დაუშვა. ნინიმ კურსი წარმატებით დაასრულა და რეაბილიტაციის ასისტენტის, როგორც მომავალი ახალი სპეციალობის სერთიფიკატიც აიღო.
იმედი გვაქვს, ჩვენი სტუდენტი მიღებულ ცოდნას გამოყენებას ყოველდღიურ პრაქტიკაში წარმატებით შეძლებს!
კორპორაცია PFID-ი და საზოგადოებრივი კოლეჯი GANC-ი მას წარმატებებს და კარიერულ ზრდას უსურვებს! 

უახლესი
13 / 04 / 2022
See More
13 / 04 / 2022
See More
13 / 04 / 2022
See More
13 / 04 / 2022
See More
13 / 04 / 2022
See More
დაგვიკავშირდით
 
Address
ქ. წამებულის გამზირი #65, თბილისი (საფოსტო ინდექსი: 0144)
Hotline
032 274 74 08