ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი


ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი


ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი
  • თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროფესიული პროგრამების შემუშავება და განხორციელება, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნება მაღალი კომპეტენციის მქონე,საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროფესიული კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადება;
  • უწყვეტი სწავლებისა და განათლების პრინციპების დაცვა;
  • საზოგადოებისა და სახელმწიფოს მოთხოვნების დაკმაყოფილება პროფესიული განათლების მქონე კვალიფიციურ კადრებზე;
  • შესაბამისი სფეროსთვის სპეცილისტების განათლების მაღალი ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა; კონკურენტუნარიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გზით, შესაბამისი დარგის ისეთი სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ მუდმივად ცვალებად, განვითარებაზე ორიენტირებულ შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტაციას, ხელს შეუწყობენ საკუთარი მოღვაწეობის სფეროს განვითარებას;
  • საგანმანათლებლო და პროფესიული საქმიანობის კონტროლისა და ხარისხის მართვის ამერიკული და ევროპული სისტემების ამოქმედება.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია  მისცეს სტუდენტს საექთნო საქმისთვის საჭირო ბაზისური თეორიული ცოდნა და კლინიკური უნარ–ჩვევები,რის საფუძველზეც წარმატებით შეასრულებს პრაქტიკოსი ექთნის პროფესიულ როლსა და ფუნქციებს, საექთნო საქმის ძირითადი ღირებულებების, ეთიკური და სამართლებრივი ასპექტების გათვალისწინებით.

  • უზრუნველყოს თითოეული პროფესიული სტუდენტის განათლების,მომზადებისა და განვითარების პირობები მისი განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით;
  • მოიზიდოს კვალიფიციური აკადემიური კადრები;
  • იზრუნოს თავისი აკადემიური და დამხმარე პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე;
  • ხელი შეუწყოს პროფესიულ სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;
  • იზრუნოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პროფესიულ სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად;
  • ხელი შეუწყოს თანამედროვე ცოდნისა და მეთოდების გავრცელებას;
  • ითანამშრომლოს საქართველოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
  • ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პროფესიულ სტუდენტთა და მასწავლებელთა ურთიერთგაცვლას;
  • სასწავლო-პროფესიული პარტნიორული ურთიერთობების დამყარება დამსაქმებლებთან; კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობა.
ჩვენი სიახლეები
ჩვენი პარტნიორები
ჩვენ გვიყვარს ჩვენი პარტნიორები
დაგვიკავშირდით
 
Address
ქეთევან დედოფლის გამზირი #65 (საფოსტო ინდექსი: 0144)
Hotline
032 274 74 08