სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიცირებით კერძო კოლეჯებს ჩაუტარდათ ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების უკეთ გაცნობას ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნებზე.
ტრენინგი 6 ივნისს გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო „ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯის” უსაფრთხოების მენეჯერმა, დავით ქურხულმა. ონლაინ ინსტრუქტაჟის დასასრულს მონაწილეებს გაეგზავნათ ელექტრონული სერთიფიკატები.