პროგრამა

ინფორმაცია პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამის შესახებ

კატალოგი


შპს „ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი“ განახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილ პრაქტიკოსი ექთნის (მოდულურ) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას სარეგიტრაციო ნომერი: 09101-პ პროფესიული კვალიფიკაციის დონე ევროპული საკვალიფიკაციო ჩარჩოს მიხედვით: მეხუთე მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: პრაქტიკოსი ექთანის მეხუთე საფეხურის
პროფესიული კვალიფიკაცია. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი - მაია ჯაში

 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი

 

მისცეს სტუდენტს საექთნო საქმისთვის საჭირო ბაზისური თეორიული ცოდნა და კლინიკური უნარ–ჩვევები,რის საფუძველზეც წარმატებით შეასრულებს პრაქტიკოსი ექთნის პროფესიულ როლსა და ფუნქციებს, საექთნო საქმის ძირითადი ღირებულებების, ეთიკური და სამართლებრივი ასპექტების გათვალისწინებით.

წავლის შედეგები

პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია
• საექთნო პროცესის მართვა
• კომუნიკაცია საზოგადოებასთან და ჯანდაცვის გუნდთან
• ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების დაცვა
• სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება
• პროფესიული განვითარებისთვის ზრუნვა

 

პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა


მოცულობა: 138 კრედიტი (საქართველოს მოქალაქე იმ პროფესიული სტუდენტებისთვის, რომლებსაც პროგრამის დასაძლევად ესაჭიროებათ ქართული ენის გაძლიერებული შესწავლა - 169 კრედიტი). სავარაუდო ხანგრძლივობა: 27 სასწავლო თვე (საქართველოს მოქალაქე იმ პროფესიული სტუდენტებისთვის, რომლებსაც პროგრამის დასაძლევად ესაჭიროებათ ქართული ენის გაძლიერებული შესწავლა - 32 სასწავლო თვე).

 

საკანონმდებლო ბაზა


❖ საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“
❖ ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო
❖ პრაქტიკოსი ექთნის პროფესიული სტანდარტი

 

კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები


პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს

 

❖ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში


✓ სტაციონარი
✓ ამბულატორია
✓ დიაგნოსტიკური ცენტრი
✓ პირველადი ჯანდაცვის ობიექტები
✓ რეაბილიტაციის ცენტრები
✓ ესთეტიკური ცენტრები
✓ გადაუდებელი დახმარების ცენტრები
✓ სასწრაფო გადაუდებელი ცენტრები


❖ სხვადასხვა ინსტიტუციაში


✓ ბინაზე მომსახურება/პატრონაჟი
✓ პანსიონატები (ბავშვთა, მიუსაფართა, მოხუცთა სახლები)
✓ პალიატიური მზრუნველობის ცენტრები
✓ საგანმანათლებლო დაწესებულებები
✓ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები
✓ კვების ობიექტები

❖ ჯანდაცვის ორგანიზაციაში


• ჯანდაცვის სამინისტრო

  


პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასება


• შეფასება არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი.
• განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით.
• განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:


➢ სწავლის შედეგი დადასტურდა;
➢ სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.


• განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება პროგრამის დასრულებამდე.
• შეფასების მიმართულებები და შეფასების ინსტრუმენტების ალერნატიული ჩამონათვალი მოცემულია შესაბამის მოდულში.

 

❖ თეორიული სწავლება


იწარმოებს შპს „ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯის“
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ მატერიალურ -ტექნიკურ
ბაზაზე, სადაც თეორიული სწავლება გადაზრდილია პრაქტიკული უნარების
გამომუშავებაში, რაც უზრუნველყოფს, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები
იქნებიან მაღალი კვალიფიციკაციის სპეციალისტები, რაც მნიშვნელოვნად
გაზრდის მათი შემდგომი დასაქმების შესაძლებლობას.


❖ პრაქტიკული სწავლება


• თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
• კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის
ეროვნული ცენტრი
• სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი
• ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი
• კანისა და ვენსნეულებათა ეროვნული ცენტრი
• თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო
• პინეო-სამედიცინო ეკოსისტემა
• კარიტასი
• იოანე მოწყალეს სახელობის პრივატ კლინიკა
• ლანცეტი

 

იხილეთ დოკუმენტი ვცლად

დაგვიკავშირდით
 
Address
ქეთევან დედოფლის გამზირი #65 (საფოსტო ინდექსი: 0144)
Hotline
032 274 74 08