|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/06/2020, 470230000.10.003.022082) და დადგენილებით დამტკიცებული „პირბადის ტარების წესის“:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ზოგადი დებულებები ეს წესი განსაზღვრავს პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია ან/და დახურულ საჯარო სივრცეში, აგრეთვე პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის, მეტროპოლიტენით) და ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესსა და პირობებს.“. 2. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას;“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
https://matsne.gov.ge/ka/document/view/5027707?publication=0